ენდოკრინოლოგი სოფო მებუკე აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და წონის კლებაზე, მცდარია.
როგორც ენდოკრინოლოგი განმარტავს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანსირებულ კვებას.
"მთავარი და ძირითადი პრობლემა გახლავთ კვების საკითხი- ეს მისი არჩევანია. კვების კომპონენტი არის მკურნალობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბალანსირებულ კვებას.
რაც გავრცელდა 60-ის ქვემოთ ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ვიცი, რომ 60 კილოგრამის ზემოთ არის მისი ამჟამინდელი, მიმდინარე წონა,"-აცხადებს სოფო მებუკე.