08 მაისი 2024,   21:32
ვრცლად
ვიზალიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც ვუფრთხილდებით, ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს სიკეთე მაქსიმალურად ხელშესახები გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის ექვსი წელი შეაფასა. მისი განცხადებით, 
ვიზალიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც ვუფრთხილდებით. 

"რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ისინი მარტივად ახერხებენ ევროპის ქვეყნებში გასვლას, მოგზაურობას, იქ დაყოვნებას. ბუნებრივია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და ყველაფერი გაკეთდება, რათა ეს სიკეთე, რაც აქვთ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად ხელშესახები გახდეს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის," – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები