15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ოჯახის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან სამწუხარო და გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი,

როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს უფლება პატიმარს საკვები ძალით მიაწოდოს.

"რაც შეეხება თვითდაზიანებას, რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ოჯახის დამოკიდებულებაც კატეგორიულად მიუღებელია - შეიტანონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილთან.

ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ამას ისინი არ აკეთებენ. ძალიან სამწუხარო და გაუგონარი მოვლენაა, როდესაც საკუთარი ოჯახი ჩართულია სააკაშვილის თვითდაზიანების პროცესში. სტანდარტების მიხედვით, ძალით ვინმესთვის საკვების მიწოდება არ შეიძლება, ეს არის საერთაშორისო სტანდარტი.

არავის აქვს უფლება პატიმარს საკვები ძალით მიაწოდოს. პატიმარს არ უნდა "ვივამედის" საკვების მიღება, პენიტენციური სამსახურის საკვების მიღება, იღებს მხოლოდ ოჯახისგან მიტანილ საკვებს, რომელიც სათანადო კალორაჟის არ არის.სამწუხაროდ, აქ, ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ სხვანაირად იმოქმედოს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები