15 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
როგორ ასრულებს ქვეყანა ევროპის 12 დათქმას და როგორია პარტიების ჩართულობა - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება

როგორ ასრულებს ქვეყანა ევროპის 12 დათქმას და როგორია პარტიების ჩართულობა -ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს 

როგორ ასრულებს ქვეყანა ევროპის 12 დათქმას და როგორია პარტიების ჩართულობა - ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს არის.

დელეგაცია დილიდან მართავს პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს.

ამ წუთებში კი, კომიტეტის წევრები ფრაქცია "ქართულ ოცნებას" ესაუბრებიან, იქამდე კი უფრაქციო დეპუტატებს შეხვდნენ.

"ჩვენ ვაფასებთ ხელისუფლების მიერ შესრულების პროცესს, როგორც ნეგატიურს. დღევანდელი მდგომარეობით, ფაქტობრივად არც ერთი მოთხოვნა არ არის შესრულებული, მაგრამ ამის მიუხედავად, მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩენა. ამიტომ, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბარი ეხება იმას, თუ რა ბერკეტებით შეიძლება ზეწოლა გაძლიერდეს "ქართულ ოცნებაზე" ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების მიზნით,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით კი, დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ იმით, თუ რა მოლოდინები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებს 12 პუნქტის შესრულების:

"დაინტერესდნენ თვითონ, ჩვენ რა მოლოდინი გვაქვს იმის თუ რამდენად შევასრულებთ ამ 12 პუნქტიან გეგმას. მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა, მათი ჩართულობა. აქცენტი იყო გაკეთებული სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით და ძალიან დიდი აქცენტი გაკეთდა პოლარიზაციასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ პარტიები პოლარიზაციის დასაძლევად", - განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.

 

დღის ამბები