15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წლიურ მოხსენებას წარადგენს - როგორი მოლოდინები აქვს მმართველ პარტიას და ოპოზიციას

პატიმარი სააკაშვილის საკითხი ერთ-ერთია იმ კითხვებში, რომლებსაც ოპოზიცია ორ დღეში სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში დაუსვამს. პრეზიდენტი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წლიურ მოხსენებას წარადგენს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილს, ზურაბიშვილის გამოსვლიდან დიდი მოლოდინი არ აქვს, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პრეზიდენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესსა და ოკუპაციასაც შეეხება. ზოგიერთი ოპოზიციონერი არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნა "ქართული ოცნების" ხელისუფლების გასაკრიტიკებლადაც გამოიყენოს.

სალომე ზურაბიშვილისგან განსაკუთრებული მოლოდინები, არც მმართველ გუნდს აქვს. ოცნებას მიაჩნია რომ პრეზიდენტი ბოლო დროინდელ განცხადებებში სუბიექტურია და ხშირ შემთხვევებში რეალობას აცდენილი. სახელისუფლებო პარტია იმედოვნებს, რომ ზურაბიშვილი წლიურ მოხსენებაში საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე იმსჯელებს, მოსმენა კი კონსტრუქციულ რეჟიმში ჩაივლის. საპარლამენტო ტრიბუნა პრეზიდენტს 31 მარტს დღის 12 საათიდან დაეთმობა.

ოპოზიციაში ამბობენ რომ სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში ძირითადად ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსსა და ამ გზაზე არსებული გამოწვევებზე ისაუბრებს. ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებით პრეზიდენტი კრიტიკული იქნება ოპოზიციის მისამართითაც.

განსხვავებული მოლოდინი აქვთ, "ნაციონალური მოძრაობისა" და გახარიას ფრაქციების წევრებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის გზავნილების ადრესატი უმრავლესობა იქნება.

დღის ამბები