ე.წ პოლონელი ექიმები, ეს არის ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო მისია და ამაში ჩვენი მონაწილეობა მინიმალურია ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხარემ არ იცის ამ ექიმების სახელი და გვარი, არც მათი ჩამოსვლის თარიღი:
"ე.წ პოლონელი ექიმები - ეს არის ევროკავშირის სამედიცინო მისია, რომლის ინიციატორიც არის პოლონეთის მხარე. ესენი არ არიან პოლონელი ექიმები და ეს არის ევროკავშირის სპეციალური სამედიცინო მისია. ამაში ჩვენი მონაწილეობა, როგორც მხარის არის მინიმალური.
ჩვენ არ ვიცით ამ ექიმების სახელი და გვარი, არ ვიცით მათი ჩამოსვლის თარიღი და ასევე, ჩვენ არ ვაკონტროლებთ ამ პროცესს.
ქალბატონმა გიულიმ დაწერა თანხმობა - ანუ მხარე წერს თანხმობას მასთან ექიმების შესვლის თაობაზე. უფლება უნდა მოიპოვოს 27-მა ევროპულმა ქვეყანამ და არა მიხეილ სააკაშვილის დედამ.
იუსტიციის მინისტრს სურს, რომ ამ ევროპული მისიის ფორმირება მოხდეს ვითომ მხარის მიერ ჩამოყვანილი მურნალობის პროცესში ჩასართავი, მიკერძოებული ექიმები. სინამდვილეში კი, ეს ასე არ არის,"- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.