"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არსებობს ბევრი მტკიცებულება, თუმცა კონკრეტული სახელმწიფო უწყებები აჭიანურებენ მტკიცებულებების მიწოდებას, რის გამოც, სტრასბურგში სარჩელის შეტანის დროც იწელება.
ამასთან, როგორც ჩალაძე აღნიშნავს, დაცვის მხარე, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მათ შორის კლინიკის ისტორიას ელოდება:
"სასამართლოში შევიტანთ იმ წუთას სარჩელს, როცა მზად იქნება და სრულყოფილი. დაცვის მხარე მათ შორის კლინიკის ისტორიას ელოდება. მე კონკრეტულ თარიღსა და სხვა დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიტყვი, რადგანაც ეს რომ გავაკეთო, ეს იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მიერ ჩვენს წინააღმდეგ. სახელმწიფო უწყებებმა უნდა გააკეთონ ის, რაც მათ ავალიათ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მიღებას ველოდებით. ბატონი ზურა ჩხაიძე არის ამომავალი წერტილი, საიდანაც პრობლემის მოგვარება უნდა დაიწყოს, შემდეგ კი ეს არის იუსტიციის სამინისტრო. ყველაზე ნაკლები პრეტენზია ამ ეტაპზე უნდა არსებობდეს ჯანდაცვის, ან სხვა სამინისტროებთან. დროულად უნდა გაცსენ პასუხი ჩვენს ყველა მოთხოვნას, არ შეიძლება შეფერხებები შექმნა, როდესაც ადამიანს უქმნიან სიცოცხლის საფრთხეს,"- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.