9 აპრილს, აქციაზე ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლება და მისი გადარჩენა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
"9 აპრილი არის გლობალურად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღე, პარტია "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი არის პირველი და უმთავრესი პრიორიტეტი. სანამ პრეზიდენტი სააკაშვილი არ გათავისუფლდება, ჩვენი უმთავრესი მოთხოვნა მისი ქვეყნიდან გაყვანა და გადარჩენა იქნება. მათ შორის, პარტიის დღის წესრიგი 9 აპრილსაც ეს იქნება. რომელი პარტიაც ამ აქციას არ შეუერთდება, ეს მათი გადასაწყვეტია და შემდეგ შედეგებსაც საკუთარ თავზე აიღებენ ისინი,"- განაცხადა გიორგი ჩალაძემ.