სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, გიორგი ჩალაძის განცხადება, თითქოს მათ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორიას არ აძლევენ, სრულიად უსაფუძვლოა, რადგან კლინიკას, პაციენტის სამედიცინო ისტორიის გაცემაზე არავისთვის პრობლემა არ შეუქმნია.
ჩხეიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია ყველას დროულად გადაეცა.
"ეს არის სრულიად უსაფუძვლო განცხადება ბატონი გიორგისგან, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ადამიანს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს თუ რას ნიშნავს სამედიცინო ისტორია, რა დანიშნულება აქვს და რამდენად მნიშვნელოვანია ის პაციენტის სტაციონარში მართვის მიზნით და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის, ექიმებისთვის. რა თქმა უნდა, შემოსვლის პირველივე დღიდან გახსნილია ისტორია და უხერხულიცაა ამის მტკიცება. რამდენჯერმე ყოფილა გამოთხოვილი სამედიცინო ისტორია, თუნდაც ადვოკატების მიერ ყოველთვის დროულად იქნა მიწოდებული. ადვოკატის ბოლო განცხადებაც შესრულებულია და ტექნიკურად ისტორია მზადაა და რამდენიმე დღის განმავლობაში არც არავის არ მოუკითხავს. ისტორია არაერთხელ იყო გამოთხოვილი და ყოველთვის დროულად ბარდებოდა იმას ვინც ითხოვდა ესენი იყვნენ ადვოკატები, სახალხო დამცველის აპარატი, ეს იყო თუნდაც ის ბოლო კომისია, რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა წინა დღეებში ჩვენს კლინიკაში, რომლებიც სრულად გაეცნენ ავადმყოფობის ისტორიას და სრულად გაეცნენ ყველა იმ კვლევას, რომელიც ჩატარებულია და მას რეგულარულად უტარდება და ჩვენ არასდროს ავადმყოფობის ისტორიასთან დაკავშირებით არავისთვის არანაირი პრობლემა არ შეგვიქმნია", - განაცხადა ჩხაიძემ.