15 ნოემბერი 2024,   03:16
ვრცლად
ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიმუშავეთ 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში - გურამ მაჭარაშვილი

ბოლო შეხვედრა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებმა მმართველ გუნდთან გამართეს. უმრავლესობის შეფასებით, ევროპელ სტუმრებს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს - ითქვა, რომ პროცესი კარგად მიმდინარეობს და ასეც გაგრძელდება.

"როგორი მანიპულაციები და სპეკულაციებიც არ უნდა იყოს, ვერავინ გაექცევა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობამ ვიმუშავეთ 12 პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებში, შესაბამის კანონმდებლობაში ცვლილებები მივიღეთ. ახლა როგორც ჩანს მიხვდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ უკვე დაიდო რეალური მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობამ იმუშავა 12 პუნქტთან დაკავშირებით და ახლა მოუნდათ ქულები ჩაიწერონ, რაც არ გამოუვათ," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები