15 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
რამდენად ეფექტურად მუშაობს "მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ" კანონი - არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიშს კანონმდებლებს დღეს ირაკლი ლექვინაძე ჩააბარებს

რამდენად ეფექტურად მუშაობს ქვეყანაში "მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ" კანონი - 1 წლიანი პერიოდისა და არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიშს კანონმდებლებს დღეს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ჩააბარებს. ირაკლი ლექვინაძეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ სააგენტოს ხელმძღვანელს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"ომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონის მიღება იყო ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ასევე დაკავშირებულია ევროკავშირში ინტეგრაციასთან. შესაბამისად ჩემთვის, როგორც ამ კანონის ერთ-ერთი თანაავტორისთვის, მნიშვნელოვანია ვიცოდე თუ რა გამოწვევებს ვაწყდებით კანონის შესრულების პროცესში. ჩვენი მიზანი არის, რომ სწორედ ამ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც დაკავშირებულია მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი

დღის ამბები