15 ნოემბერი 2024,   02:57
ვრცლად
ოპერასთან ანტისახელისუფლებო წარწერების შემდეგ, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტერები გააკრეს

დღეს დილიდან თბილისის რამდენიმე ქუჩასა და მეტროპოლიტენის ამოსასვლელებში ოპოზიციის საწინააღმდეგო პოსტერები გამოჩნდა.

მათზე გამოსახულია ოპოზიციის ლიდერების ფოტოები წარწერით – "მოღალატე ჯაშუშები" და "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები". რამდენიმე ათასი პოსტერი მას შემდეგ გააკრეს, რაც სავარაუდოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტისახელისუფლებო პოსტერები გააკრა, სადაც თავის მხრივ გამოსახულნი არიან "ქართული ოცნების" ლიდერები წარწერით – "საქართველოს მოღალატე"!

დღის ამბები