15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც "ვივამედს" სააკაშვილის ადვოკატმა მოსთხოვა, კლინიკას ერთი კვირაა მზად აქვს - რა ცილისწამებაზე და ბულინგზე საუბრობს ზურაბ ჩხაიძე

სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც "ვივამედს" სააკაშვილის ადვოკატმა მოსთხოვა, კლინიკას ერთი კვირაა მზად აქვს.

ამის შესახებ განცხადება "კურიერთან" ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა. საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა საბუთები "კურიერს" აჩვენა.

"ეს არის სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო ბრალდება და მცდელობა იმისა, რომ ის, რასაც თვითონ ვერ ახერხებენ გარკვეული მიზეზების გამო, გადააბრალონ კლინიკას. მოთხოვნა რაზეც იყო ადვოკატის მხრიდან, ჩვენთან დევს უკვე ერთი კვირაა, არავის მოუკითხავს და არავის არ წაუღია. 

წარმოუდგენელია ამ ადამიანების ცილისწამება და ბულინგის ატანა. განცხადება, რაც ადვოკატმა წარმოადგინა. მეორე დღეს უკვე მზად იყო. ამაზე ამტკიცებდა გუშინ ჩალაძე, რომ ეს უშლის ხელს სტრასბურგში სარჩელის შეტანას- ხედავთ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რამდენად შეიძლება ამ ადამიანების დაჯერება," - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

სააკაშვილის გარემოცვა კი ირწმუნება, რომ მიზეზი, რის გამოც სტრასბურგში სარჩელი ვერ შეაქვთ, საბუთების არქონაა.

 

დღის ამბები