15 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
"ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები" - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე  

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ სტრასბურგში სარჩელის გაგზავნის საკითხს ეხმიანება. მისი შეფასებით, ადვოკატები სააკაშვილის საქმეზე სარჩელის გაგზავნას იმიტომ ვერ ბედავენ, რომ იციან, წაგებულები იქნებიან.

"ვერ გაბედეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა და ახლაც ვერ ბედავენ, რადგან იციან, რომ დარჩებიან წაგებულები. აქედან გამომდინარე, ცდილობენ საბაბის მოძებნას სარჩელის არგაგზავნისთვის. სინამდვილეში, სარჩელის არგაგზავნის მიზეზი არის ერთადერთი და ეს არის ის, რომ მათ არ აქვთ სიმყარის შეგრძნება, ისინი ვერ იქნებიან წარმატებული ამ სარჩელში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 


 

დღის ამბები