საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, კონსილიუმი თვითონ წყვეტს, როდის შეხვდეს ექსპრეზიდენტს, საბუთებთან დაკავშირებული ფორმალური ნაწილი კი დიდი ხანია მოგვარებულია.
იოსელიანის განმარტებით, მათ ვიზიტი უახლოეს პერიოდში აქვთ დაგეგმილი. იოსელიანი სტრასბურგში საქმის შეტანის საკითხსაც შეეხო და განმარტა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველების თემაა.
"კონსილიუმი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რა სიხშირით შევა, როდის ევა და ა.შ. ის ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებული ჩემი მხრიდან საბუთებთან დაკავშირებით, დიდი ხანია მოგვარებულია და მათ დაგეგმილი აქვთ ეს ვიზიტი. დღეს, თვითონ არ ასაჯაროებენ და თავს იკავებენ ამის თქმისგან, ამიტომ მეც არ ვისაუბრებ ამაზე, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ვიზიტი შედგება. რაც შეეხება სტრასბურგს, ეს მისი უფლებადამცველების თემაა, მათ უნდა კითხოთ და მათ უნდა იმუშაონ ამ სარჩელზე. ჩვენ ამ შემთხვევაში ვეხმარებით იმისთვის, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია იქნეს ამოტხოვილი და შესბამისი მხარისთვის გადაცემული," - განაცხადა იოსელიანმა.