15 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
როდის შეიტანს მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში სარჩელს - დაცვის მხარის მტკიცებით, პროცესის კლინიკის მხრიდან ხელოვნურად შექმნილი შეფერხებების გამო ჭიანურდება

როდის შეიტანს მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში სარჩელს - ყოფილი პრეზიდენტის მხარე ამტკიცებს, რომ პროცესის გაჭიანურების მიზეზი სხვადასხვა დოკუმენტაციის, მათ შორის სამედიცინო ისტორიის მიღების პროცესში არსებული ხელოვნური შეფერხებებია. 

"უკვე ძალიან გაჭიანურდა და მე ვფიქრობ, რომ ამ კვირაში უნდა მოხდეს ეს, მგონი ყველაფერი მომზადებულია. იურიდიული ყველაფერი მზად არის, აქვს იმას რაღაც დანამატები. თუ ობიექტურობა არსებობს, ეკუთვნის ამ ადამიანს ის, რასაც ვითხოვთ,"-აცხადებს გიული ალასანია. 

ამასთან, "ვივამედის" მისამართით გამოთქმული ბრალდება მიუღებელია კლინიკისთვის, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტ სააკაშვილის ისტორია მზადაა და მისი წაღება ოჯახსა და ადვოკატებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

დღის ამბები