"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, როგორც კი სააკაშვილი წონაში მოიმატებს ერთ გრამს, ცდილობს ის ერთი გრამიც დაიკლოს, რომ მერე საზოგადოებას აჩვენოს რა საშინლად გამოიყურება - მარტივი მანიპულაციაა.
"თუკი სააკაშვილს ჭამა არ შეუძლია, მაშინ მიიღოს სხვა სამედიცინო მომსახურება, რომელიც შესაბამისი რაოდენობის კალორაჟს მიაღებინებს. რადგან ამას არ აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ეწევა თვითდაზიანებას. როგორც კი წონაში მოიმატებს ერთ გრამს, ცდილობს ის ერთი გრამიც დაიკლოს, რომ მერე საზოგადოებას აჩვენოს რა საშინლად გამოიყურება. მარტივი მანიპულაციაა, რომელსაც მსოფლიოში არავინ წამოეგო და ახლა უნდათ, რომ მაინც და მაინც საქართველო წამოაგონ", - განაცხადა მამუკა მდინარაძე.
ამის პარალელურად, "ვივამედის" მისამართით გამოთქმული ბრალდება მიუღებელია კლინიკისთვის, სადაც აცხადებენ, რომ პაციენტ სააკაშვილის ისტორია მზადაა და მისი წაღება ოჯახსა და ადვოკატებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ.