15 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს  მშვიდობის შენარჩუნების გზაზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, "ბოლო ორი წელი თურქეთის ძალისხმევა რომ არ ყოფილიყო, დასავლური კლუბი თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა".

კობახიძის განცხადებით, არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით.

მისივე თქმით, მშვიდობის შენარჩუნების გზაზე საზოგადოების მხარდაჭრა  მთავარია. 

"არიან გარკვეული გლობალური ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან სამხედრო კონფლიქტების გახანგრძლივებით. მე შემიძლია, ვისაუბრო ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი ქვეყანა იყო და დღემდე არის კონკრეტული რისკების წინაშე და ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა. ჩვენ მკაფიოდ შეგვიძლია ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და ეს გამოწვევები სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული ამისთვის, რადგან საზოგადოების მხარდაჭერა არის მთავარი, რაც გვაძლიერებს  მშვიდობის შენარჩუნების გზაზე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები