15 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას, ხალხს, სახელმწიფოს - ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტზე

არ დაგავიწყდეთ ეს პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე ასე წერდა და გაჰკიოდა: "ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა, ამისათვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელ ოპოზიციას დიდი მადლობა"! - ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი საქართველოში.

"არ დაგავიწყდეთ ეს პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე ასე წერდა და გაჰკიოდა: "ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა, ამისათვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელ ოპოზიციას დიდი მადლობა"!
დღევანდელი გამოსვლიდან გამომდინარე
მკაფიო და ნათელია, რომ ეს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სინამდვილეში არის უცხო ქვეყნების რეზიდენტი საქართველოში!
ანუ ძაღლის კუდი არ გასწორდების....
პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი ბრალს დებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არ შეუერთდა საერთაშორისო აქციებს და ქვეყანა არ დააქცია!
პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი ფარისეველია, უცხოა, ყიდის იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლის უსაფრთხოების გარანტი თავად უნდა იყოს!
პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას, ხალხს, სახელმწიფოს!
პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყოველნაირი მიუღებელი ფორმით ცდილობს საქართველო ჩააბას ომში!
ეს კი ნიშნავს საქართველოს საბოლოო განადგურებას!
აი ამის განხორციელებას აპირებს პრეზიდენტად წოდებული სინამდვილეში კი რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი!“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.

დღის ამბები