15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, რუსეთის მოქალაქეების დევნა რომ დაგვეწყო, უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს რომ ავყოლოდით - ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა ქალბატონო სალომე? - მამუკა მდინარაძე პრეზიდენტს

ჩვენ რომ სანქციებს მივერთდებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დევნა დაგვეწყო, - ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა?, - ამ კითხვით მიმართა "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

"უკრაინის სოლიდარობის მოგონილ არგამოხატვაზეა საუბარი და მაშინ როდესაც ბევრმა ქვეყანამ, რომის სტატუსის მქონე ქვეყნებმაც კი ვერ გაბედეს, მხარი დაეჭირათ იმ ნარატივისთვის, რომ რუსეთი უნდა წარსდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე, ამ დროს საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა და ამის პარალელურად ჩვენ ქუჩაში აქციები ვნახეთ, ვნახეთ ელჩის გაწვევა. ისმის შეკითხვა: ჩვენ რომ სანქციებს მივერთდებოდით, ჩვენ რომ უკრაინაში მოხალისე სამხედროები გაგვეშვა, ჩვენ რომ რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დევნა დაგვეწყო, ჩვენ რომ გვეთქვა, ამ წვას გვირჩევნია ბომბების ცვენაო, ჩვენ რომ უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს ავყოლოდით - ომისგან გადარჩენა როგორ შეიძლებოდა? რისკების დაზღვევა როგორ შეიძლებოდა ქალბატონო სალომე? ამას ალბათ, გვეტყვით, გვასწავლით," - განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები