15 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მივიღებთ იმ კრიტიკას, რაც ოპოზიციასთან მიმართებაში გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა-ლევან ბეჟაშვილი

სალომე ზურაბიშვილის 40-წუთიან გამოსვლას, როგორც მოსალოდნელი იყო განსხვავებული რეაქცია და პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. სწორი აქცენტები დაისვა ოპოზიციისთვის, ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის კრიტიკულ განცხადებებს სრულად იზიარებენ.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ  დღეს ხელისუფლებაზე არის მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვის.

"დღეს საქართველოს პრეზიდენტმა კარგი, ობიექტური შეფასებები გააკეთა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მივიღებთ იმ კრიტიკას, რაც ოპოზიციასთან მიმართებაში გააჟღერა ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუმცა მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, ვინაიდან დღეს ხელისუფლებაზე არის მთელი პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარების და ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების წარმართვის,"-განაცხადა ლევან ბეჟაშვილიმა

ამასთან, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში ტენდენციური იყო მმართველი გუნდის შეფასებით, "ქართულ ოცნებაში" ითქვა, რომ გამოსვლამ პოლარიზაციას ახალი სტარტი მისცა.

დღის ამბები