მოვუწოდებ სააკაშვილის გარემოცვას, მთელი ძალისხმევა და ყურადღება დახარჯონ იმაზე, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება და აღადგინოს მკურნალობა, შეასრულოს ის რეკომენდაციები და დანიშნულება, რომელსაც ექიმები აძლევენ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე აცხადებს.
მისივე განცხადებით, ამ ორი საბაზისო პირობის გარეშე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე საუბარი არის უბრალოდ სპეკულაციაა.
"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს - მოვუწოდებ მის გარემოცვას, რომ შეწყვიტონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზირება და მთელი ძალისხმევა და ყურადღება დახარჯონ იმაზე, რომ მან აღადგინოს სრულფასოვანი კვება და რაც მთავარია აღადგინოს მკურნალობა, შეასრულოს ის რეკომენდაციები და დანიშნულება, რომელსაც ექიმები აძლევენ. ამ ორი საბაზისო პირობის გარეშე მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე საუბარი არის უბრალოდ სპეკულაცია," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ავტორი: ანა ბუავა