დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა - "ქართულ ოცნებაზე" ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე, - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
"დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა. ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით, მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო.
გაბრაზებული [გამოსვლა] არა ვინმეთი, არამედ რამით; მოხერხდა საქართველოს პრეზიდენტის ამ დონეზე გაბრაზებაც. პრეზიდენტის, რომელიც არ ყოფილა დამოუკიდებელი კანდიდატი წინა არჩევნებში, ეს ძალიან კარგად ვიცით, ქალბატონო სალომე. "ქართულ ოცნებაზე" ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე,"-აცხადებს დავით უსუფაშვილი.