15 ნოემბერი 2024,   02:55
ვრცლად
გიული ალასანია ამბობს, რომ სარჩელის სტრასბურგში გაგზავნის საკითხზე, შვილის გადაწყვეტილებას ელოდება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კლინიკა "ვივამედიდან" პაციენტის სამედიცინო ისტორიას სავარაუდოდ დღეს გაიტანენ. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველს ადგილზე ამ წუთებში ელოდებიან.

იქამდე კი მედიისთვის კომენტარი მიხეილ სააკაშვილის დედამ გააკეთა. თქვა, რომ სარჩელის სტრასბუგრში გაგზავნაზე შვილის გადაწყვეტილებას ელოდება.  

"ვერ ახერხებს, ძალიან უჭირს. წნევა მქონდა 140/100-ზეო. კარგი არაფერი არ არის. გუშინ რაღაც რომ მოვუტანე და შეჭამა, შენ რომ წახვედიო მეო გული ამერიაო.

არავითარი იმედი და არც ინფორმაცია არ მაქვს და არც იმედი არ მაქვს, რომ ამათ ვინმე შემოუშვებს," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები