15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
2024 წელს მთავრობა უნდა შეიცვალოს, ეს იქნება დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნება, ქვეყნის 5 ნაბიჯით უკუსვლას გულისხმობს- ალეკო ელისაშვილი 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2024 წელს მთავრობა უნდა შეიცვალოს, ეს იქნება დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის"ხელისუფლებაში დაბრუნება, ქვეყნის 5 ნაბიჯით უკუსვლას გულისხმობს- ალეკო ელისაშვილი. 

"ორი დიდი მიზანი  აქვს ახლა ჩვენს სახელმწიფოს- პირველი: პირველი ეს არის, უკრაინელთა თავგანწირვით მოტანილი ისტორიული შანსი კანდიდატის სტატუსის მიღების და მეორე მეორე ისტორიული ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლება 2024 წელს უნდა შეიცვალოს.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება და ოპოზიციაში გადასვლა იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსთვის და დემოკრატიისთვის, მაგრამ ბოდიში ჩემს კოლეგებს "ნაციონალური მოძრაობიდან", მათი აქეთ გადმოსვლა არაფრით არ შეიძლება. იმიტომ, რომ ეს იქნება 5 ნაბიჯი უკან. რასაც ვაკვირდები, თქვენ ამ 11 წლის განმავლობაში ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეთ და ისევ რევანშიზმით ხართ შეპყრობილი- თქვენი ხელისუფლებას მოსვლა იქნება 3 ან 5 ნაბიჯი უკან,"-აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

დღის ამბები