15 ნოემბერი 2024,   03:01
ვრცლად
ბრიუსელის მეოთხე რეკომენდაცია შესრულებულია - ანტიკორუფციული ბიურო აქტიურ მუშაობას იწყებს

ევროპის კიდევ ერთი დავალება შესრულებულია. ახალი უწყების მომავალ ფუნქციასა და საქმიანობაზე დღეს პრემიერმა ისაუბრა. ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უწყება დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით გამორჩეული იქნება. მთავრობის მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ დააკონკრეტა, თუ რა ნაბიჯები გადადგა საქართველომ 2012 წლის შემდეგ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. 

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მეტი ნდობა საჯარო სამსახურების მიმართ - ბიუროს მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ისაუბრა. რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი ფინანსური მონიტორინგი, ანალიტიკური მიმართულებები და პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გამჭვირვალობაა. 

ახალი სამსახური პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ბიუროს საქმიანობასა და კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარეც.

ბიუროს პრეზენტაციაზე, კორუფციის მიმართულებით საერთაშორისო რეიტინგებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 11 სახელმწიფოს და ნატო-ს წევრ 13 ქვეყანას. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში.

პრემიერ-მინისტრმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად რაჟდენ კუპრაშვილი, დამოუკიდებელი კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე დანიშნა.

დღის ამბები