15 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
"კანონზე მაღლა არავინ დგას" - ნენსი პელოსი ტრამპისთვის ბრალის წაყენების შესახებ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას ეხმაურება. მისი თქმით, კანონზე მაღლა არავინ დგას, სასამართლოში საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების უფლება კი ყველას აქვს.  

"ნაფიცმა მსაჯულებმა იმოქმედეს ფაქტებისა და კანონის საფუძველზე. კანონზე მაღლა არავინ დგას და ყველას აქვს უფლება სასამართლო პროცესზე თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. იმედია, ყოფილი პრეზიდენტი პატივს სცემს სისტემას, რომელიც მას ამ უფლებას ანიჭებს," - განაცხადა ნენსი პელოსიმ.

შეგახსენებთ, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარედგინა სამხილები ტრამპის მხრიდან პორნომსახიობ სტორმი დენიელსისთვის 130 000 დოლარის გადახდის შესახებ, ეს თანხა მან, სავარაუდოდ, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლოს, ტრამპთან ურთიერთობის შესახებ სიჩუმის სანაცვლოდ მიიღო.  ამასთან, პორნომსახიობისთვის სავარაუდოდ სიჩუმეში გადახდილი თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადეს, ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია. 

დღის ამბები