19 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

კახეთის რეგიონში ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი პროგრამა რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს თანადაფინანსებით შეიძინონ ენერგო-ეფექტური ღუმელები.

პროექტის ფარგლებში, მოსახლეობისთვის, სუბსიდიის სახით, ფინანსდება ღირებულების ოცდაათი პროცენტი, არაუმეტეს 300 ლარისა.

პროგრამის პრეზენტაციაზე 5 მწარმოებლის, 11 ენერგოეფექტური ღუმელი იყო წარმოდგენილი. პროგრამა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო ,საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

 

დღის ამბები