რუსეთი და "სამხრეთ ოსეთი" სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მისაღწევად გაერთიანდნენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. სახელმწიფო მრჩეველთან, კონსტანტინე კოჩიევთან შეხვედრაზე განაცხადა.
კოჩიევის განცხადებით, ორ "ქვეყანას" ისტორიულად ძალიან მჭიდრო კავშირი და ნდობა აქვს. მისივე თქმით, დასაფასებელია რუსეთთან თანამშრომლობა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისთვის ბევრი რამ გააკეთა.
კარასინთან შეხვედრამდე კოჩიევი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსაც შეხვდა. მათ, ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დისკუსიების ჟენევის ფორმატში აღდგენის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვეს.