15 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
წლებია, მიმდინარეობს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება, ეს რომ 1 პროცენტითაც მართალი ყოფილიყო, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა-არგაგზავნის საკითხს ეხმაურება. მისი თქმით, ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის უკიდურესი მდგომარეობის შესახებ რომ სიმართლე ყოფილიყო, ექსპრეზიდენტის ოჯახი სტრასბურგში სარჩელს მაშინვე შეიტანდა. 

"ეს იყო მათი კამპანია სახელად "მიშა კვდება". წლებია მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1% მართალი ყოფილიყო, ბუნებრივია, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს. რადგან ეს არ გააკეთეს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის ფეიკკამპანია და რუსული სტილის დეზინფორმაციის ნაწილი", - აცხადებს მდინარაძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

დღის ამბები