15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტში  მიიღო მონაწილეობა. სალომე ზურაბიშვილმა სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, ასევე სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ-მინისტრებს სიტყვით მიმართა. 

"ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისათვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულებების შეხსენება. შეხსენება იმ დანაშაულებებისა, რომლებიც შეიძლება უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს, დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე.

ჩვენც, საქართველოში შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვიყავით. კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია.

დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები