15 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში დიდ ენთუზიაზმს ვერ ვხედავთ - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესზე საუბრობს და ამბობს, რომ 12 საკითხიდან დარჩენილია სამი საკითხი, რომლის შესრულებისთვისაც მმართველი გუნდი მცდელობას არ დააკლებს.  

"12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია. ამ სამიდან ორი ეხება ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შესასრულებელ რეკომენდაციებს და მივყვებით დეტალურად თითოეულ ფრაზას. არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება "ნაცმოძრაობის" ნარატივში, მაშინ, როცა ის გამაერთიანებელი და ზეპარტიული უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად", - აცხადებს მდინარაძე.

დღის ამბები