სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენა გაიმართა. ანგარიშის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე, გაიხსნა იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები.
ჩატარდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი არაერთი კამპანია და შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების შეფასების სისტემა. ღონისძიებაზე წარმატებული ადვოკატებიც დააჯილდოვეს.