15 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭოს დღეიდან ერთი თვის განმავლობაში რუსეთი უხელმძღვანელებს

დღეიდან, ერთი თვის განმავლობაში გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსეთი უხელმძღვანელებს. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა რუსეთს როტაციის პრინციპით გადაეცა. თავმჯდომარე ქვეყნები ყოველთვიურად იცვლებიან.

მათი თანმიმდევრობა კი ანბანის მიხედვით განისაზღვრება. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შეხვედრებს ხსნის და ნიშნავს, თუმცა ის საბჭოს გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ ახდენს.

აღსანიშნავია რომ ბალტიის ქვეყნები და უკრაინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობას აპროტესტებდნენ.

დღის ამბები