15 ნოემბერი 2024,   06:13
ვრცლად
"აქ ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს - ვიოლა ფონ კრამონი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას დაესწრო

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია - ევროპარლამენტარი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას დაესწრო და სოლიდარობა გამოუცხადა ლაზარე გრიგორიადისს.

აქცია გუშინ გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან ევროპული საქართველოს ორგანიზებით დაკავებულის მეგობრები, ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში დადანაშაულებულის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

"აქ, როგორც ყველა დანარჩენი იმისთვის ვარ, რომ სოლიდარობა გამოვიჩინო იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დააკავეს. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა ქნა მან, მიუღებელია პარლამენტში მისი იმიჯის გამოცალკევება და აშკარად სპეკულირება, რომ ის და ხალხის კონკრეტული ჯგუფი, ძირს უთხრიან ამ პროტესტს.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ყველა პიროვნებას აქვს ამ "უცხოური გავლენის" კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის თანაბარი უფლება. ასე რომ, აქ ვარ, რათა ჩვენი სოლიდარობა გამოვხატო საქართველოს მოქალაქეებისადმი, მოსახლეობისადმი, რომელებიც აშკარად უჭერენ მხარს პროდასავლურ და პროევროპულ პოზიციებს. ვფიქრობ, ეს არის ჩემი აქ ყოფნის მიზეზი, ეს ძალიან მარტივია," - აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი გერმანიიდან ვიოლა ფონ კრამონი.

დღის ამბები