15 ნოემბერი 2024,   06:17
ვრცლად
საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვიოლა ფონ კრამონი და კუბილიუსი არ არიან ის ადამიანები, ვინც დასავლეთის დამოკიდებულებას გამოხატავს - გიორგი ვიოლსკი

"ქართული ოცნების" წევრებისთვის უცნაურია ის განცხადებები, რომლებიც ვიოლა ფონ კრმაონმა აქციაზე გააკეთა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ვიოლა ფონ კრამონი და ანდრიუს კუბილიუსი არ არიან ის ადამიანები, ვინც დასავლეთის დამოკიდებულებას გამოხატავენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ.

"ძალიან აშკარა კონტურები შეიძინა ყველაფერმა, მთელმა სცენარმა, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია, მათ შორის, ევროპარლამენტარების დახმარებით გეგმავდა საქართველოში. აქციის ის ეპიზოდი, როდესაც პოლიციელებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების დაშენა იქნა აღიარებული, როგორც დემოკრატიისთვის ბრძოლა, მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონის მიერ, ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებაში რა განწყობები ექნებათ დასავლელი პოლიტიკოსებისადმი, უკვე აღარ აღელვებთ. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ვიოლა ფონ კრამონი და კუბილიუსი არ არიან ის ადამიანები, ვინც დასავლეთის დამოკიდებულებას გამოხატავს პროცესის მიმართ - ეს იყო ლოზუნგი ჩვენი, ყოველთვის.

ვიოლა ფონ კრამონი თავისი ამ სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით, ამ ყველაფერს ხაზს უსვამს," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამასთან, "ქართული ოცნების" კიდევ ერთი ლიდერის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ვიოლა ფონ კრამონი ბოლო ხანებში ოპოზიციის გულშემატივრობასთან ერთად, რევოლუციური სცენარების მხარდაჭერით გამოირჩევა.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ევროპარლამენტარი მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციას დაესწრო და სოლიდარობა გამოუცხადა ლაზარე გრიგორიადისს. აქცია გუშინ გაიმართა.

დღის ამბები