მმართველი გუნდის შეფასებით მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია. ექსპრეზიდენტს აქვს კონკრეტული გეგმა, რომლის შესასრულებლადაც ამ მდგომარეობას იყენებს. მათივე თქმით, მის გარემოცვას სტრასბურგშიც ვერ მიაქვს სარჩელი, რადგან წინასწარვე იცის, რომ ეს უშედეგო იქნება.
"ყველაფერი ნათელია, ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი. თვითდაზიანება საჭიროა საერთო გეგმისათვის, რასაც ჰქვია შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. სააკაშვილის მდოგმარეობა საინტერესოა მისი გარემოცვისთვის იმდენად, რამდენათაც ამ თემით სპეკულირება დღის წესრიგში კვლავ რჩება. არსებობს ჩამოყალიბებული პროფესიონალური მკურნალობის გარკვეული განრიგი, რომელსაც სააკაშვილი არ მიყვება, არ მიყვება იმ განზრახვით, რომ ეს რევოლუციური გეგმის ნაწილი იყოს დღის წესრიგში," - განაცხადა გია ვოლსკიმ.