15 ნოემბერი 2024,   06:06
ვრცლად
ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს პროტესტის მიზეზებს, განწირულია - ანა ნაცვლიშვილი

7-8 მარტის აქციებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს საკითხზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ უმჯობესია ხელისუფლებამ  პროტესტის მიზეზები გააცნობიეროს.

"ხელისუფლება, რომელიც ვერ აცნობიერებს პროტესტის მიზეზებს, განწირულია, ამიტომ სჯობს გააცნობიერონ, რა იყო ამ პროტესტის მიზეზები. ეს მიზეზები გამოიწვია მათმა მოქმედებამ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ და ცოტა გაიაზრონ ეს რეალობა. სხვა შემთხვევაში მიიღებენ კიდევ უფრო მძიმე პროტესტს საზოგადოების მხრიდან," - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამავე თემია კონტექსტში "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ ოპოზიციას ძალადობა არ წაუხალისებია. მანჯგალაძე ამბობს რომ - ოპოზიცია იდგა და ამაგრებდა პარლამენტში შეჭრის მსურველ ახალგაზრდებს.

დღის ამბები