საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყნის მომავალი მხოლოდ მის ევროპელ მეგობრებთან ერთადაა.
საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და ნატოში ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელობაზე.
"საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებენ დიდ ევროპულ ოჯახში ისტორიული ადგილის დაბრუნებას. საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ გასული 20 წლის მანძილზე.
ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე.
დროა, ალიანსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში, აქ, ვილნიუსში, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოს და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო, მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ეს მისი მეორე ოფიციალური ვიზიტია პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი ლიეტუვაში გაემგზავრა დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ალექსანდრე ელისაშვილი და თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი.