თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 7-9 მარტის აქციების საკითხზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გაირკვეს ვინ იყო ორგანიზატორი, რადგან დაკავებული პირი მხოლოდ შემსრულებელია.
კალაძის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა პროტესტი კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.
"სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ნებისმიერ ადამიანს თუ პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ საკითხზე გამოხატოს საკუთარი პროტესტი სხვადასხვა ფორმით. გამოძიება უნდა გაგრძელდეს და ასევე უნდა გაირკვეს ვინ იყვნენ ორგანიზატორები, ვინ დააორგანიზა ეს ყველაფერი. აღნიშნული პიროვნება არის შემსრულებელი, მან შეასრულა და ეს ძალიან ცუდია, უნდა დაიგმოს და რა თქმა უნდა გამოძიება უნდა დაინტერესდეს ვინ იყო ორგანიზატორი", - განაცხადა კახა კალაძემ.