სტრასბურგის საჩივართან დაკავშირებით ჯერ მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, - განცხადება ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატმა მედიასთან გააკეთა. როგორც შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, ახლა კონკრეტულ დოკუმენტებს ელოდებიან, მათ შორის, კონსილიუმის დასკვნას, რის შემდეგაც სააკაშვილი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, იჩივლებს თუ არ სტრასბურგში.
"საჩივრები შეტანილია და მე პირადად ველოდები იმათ პასუხს. მერე თავად გადაწყვეტს ბატონი სააკაშვილი გაიგზავნოს თუ... ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არაფერი არ გადაგვიფიქრებია. მე პირადად, როგორც იურისტი ველოდები დოკუმენტებს, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაერთოს, თუ გაიგზავნება. სააკაშვილს არ უთქვამს არაფერი, მან მკითხა იმ დოკუმენტებთან დაკავშირებით , ხომ არ მიგიღიაო, მე ვუპასუხე, რომ არ მიმიღია, მეტი არაფერი.
სად წერია ავადმყოფობის ისტორიაში რომ რაიმეზე უარესს აცხადებს?!" - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
ამასთან, ანა წითლიძის შეფასებით, სამედიცინო კონსილიუმმა დაადასტურა ის, რასაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახი დიდი ხანია საუბრობს - სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და უფრო უარესდება.
ავტორი: ანუკა ბუავა