სააკაშვილმა თავის პარტიასთან და კეზერაშვილთან წააგო ომი, დამთავრებულია უკვე - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"უპასუხისმგებლო ლუზერი პოლიტიკოსები იყენებენ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობას და მის სახელს. სააკაშვილმა თავის პარტიასთან და კეზერაშვილთან წააგო ომი, დამთავრებულია უკვე. ეს ადამიანი არის ბრალდებული, მათ შორის ევროპული სასამართლოს მხრიდანაც. მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მან სასჯელი მოიხადოს და ასევე თუ სამედიცინო დახმარება სჭირდება, ამის ხელმისაწვდომობაც ჰქონდეს, დანარჩენი რას შეჭამს და როგორ, არის მისი საქმე,"- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.