15 ნოემბერი 2024,   06:02
ვრცლად
ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მხარს უჭერს ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა.

"ძალიან უცნაურია, როგორ შეიძლება, ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს, რა პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა ჰქონდეს, გაამართლოს და მხარი დაუჭიროს ადამიანს, რომელიც ბრალდებულია პოლიციელის მიმართ ძალადობასა და მისი ცოცხლად დაწვის მცდელობაში, – განაცხადა მდინარაძემ/

მისი თქმით, გამოძიება თუ დანაშაულის ორგანიზატორებსაც გამოავლენს, კარგი იქნება.

„ეს ადამიანი ცდილობდა პოლიციელი ცოცხლად დაეწვა, გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც მას მხარს უჭერენ. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან და ბუნებრივი ემოცია, მოთხოვნაა, რომ დიახ, უნდა დაისაჯონ ორგანიზატორები. თუ გამოძიებას ექნება მყარი მტკიცებულებები და თუ შესაძლებლობა, რომ ორგანიზატორებზეც გავიდეს, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად არის დამნაშავე ის, ვინც ამ ყველაფერს აორგანიზებდა და რომელიც, ერთი მხრივ, ეფარება კონკრეტულ ადამიანს და მეორე მხრივ, ცდილობს, თავის გადარჩენის მიზნით, მხარი დაუჭიროს“, – განაცხადა მდინარაძემ.

დღის ამბები