ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ხვალინდელ სესიაზე პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეებს აირჩევენ. მისი თქმით, განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება გივი მიქანაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ - პაატა კვიჟინაძე.
„საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა და ხვალ პარლამენტის წინაშე ასარჩევად განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ წარმოდგენილი იქნება გივი მიქანაძე, რომელიც აქამდე იკავებდა ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ პაატა კვიჟინაძე“, – განაცხადა მდინარაძემ.