"ლელოს" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მაკა ბოჭორიშვილი, 2012 წელს დადიოდა და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი.
დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც, მისი თქმით, ევროპული მომავალი გადაარჩინეს, მათ შორის იყო ლაზარე გრიგორიადისი.
"მინდა მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს იმიტომ, რომ ლაზარეს მსგავსმა ადამიანებმა იბრძოლეს საკუთარი ქვეყნისთვის. დღეს, ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ევროკავშირში ჩვენ მისიაში მუშაობდა, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის. სიმართლე კი, მარტივია, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, "ქართულო ოცნებავ, მედროვე!,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.