15 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
მეხუთედს იღებს იმ დოზისა, რაც არის რეკომენდებული, პარალენტელარული კვება შეთავაზებულია და კატეგორიულ უარს აცხადებს - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის დასკვნის გამოქვეყნებამდე, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა კომენტარი. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა არის მძიმე და მისი აზრით, სააკაშვილის მდგომარეობაზე დადებითად აისახება კვების რაციონის ცვლილება.

თუმცა, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, სააკაშვილი საკმარის კალორაჟს არ იღებს.

"საკმაოდ რთულია ამ კვებასთან დაკავშირებული საკითხი და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი რთული ამ შემთხვევაში ამ კონკრეტული პაციენტის მართვის პროცესში. რაც ჩვენ შევთავაზეთ ეს არის შესაბამისი კალორაჟის შემცველი საკვების მიღება, რომელიც არ სრულდება.

ამის შემდეგ შევთავაზეთ მას ცილოვანი დანამატების მიღება, რომელიც არ სრულდება. მეხუთედს იღებს იმ დოზისა, რაც არის რეკომენდებული. ფაქტობრივად უშედეგოა იმისი მიღება. პარალენტელარული კვება შეთავაზებულია და კატეგორიულ უარს აცხადებს," - აცხადებს სამედიცინო ცენტრ "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

დღის ამბები