15 ნოემბერი 2024,   06:16
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო დონეზე პრორუსული ხელისუფლების სახელი გაიფორმა - შალვა კერესელიძე

დეპუტატის, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, შალვა კერესელიძის განცხადებით, ევროპა უფრო მეტად არის მოტივირებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ჰქონდეს, ვიდრე თვითონ საქართველოს ხელისუფლება.

"მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უკვე დიდი ხანია იმედგაცრუებული დამოკიდებულება აქვთ.

ალბათ, არცერთი ხელისუფლების დროს ვერც კი წარმოვიდგენდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უფრო მეტად ყოფილიყვნენ მოტივირებულები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო დონეზე პრორუსული ხელისუფლების სახელი გაიფორმა," - განაცხადა კერესელიძემ სესიაზე.

 

დღის ამბები