პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მმართველი პარტიისგან დასაცავია და ამ გზაზე ოდნავი მოდუნებაც არ შეიძლება.
კირკიტაძის თქმით, ევროპული პერსპექტივის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტის გამოსვლა და აქტიურობა მნიშვნელოვანია.
"აღარ სჯერა ხალხს და ვართ მშვიდად, თუმცა ეს სიმშვიდე არ არის გარანტია და არ გვაძლევს უფლებას ოდნავ მაინც მოვდუნდეთ, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დასაცავ გზაზე. დიახ ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ დასაცავია თქვენგან არაერთხელ დადასტურდა და ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტის გამოსვლა და აქტიურობა. ჩვენ ვნახეთ, რომ დედაქალაქში გამოსულ უამრავ ჩვენი ქვეყნის პატრიოტს მხარი აუბა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში და დიახ, თქვენგან და იმ მავნე ზრახვებისგან, რომელიც თქვენ გამოძრავებთ საბოლოოდ დასაცავია ჩვენი ევროპული პერსპექტივა", - განაცხადა კირკიტაძემ.