15 ნოემბერი 2024,   06:40
ვრცლად
შემომხედეთ და მითხარით ვინ არის თაღლითი, ან რუსეთუმე, ხომ იცით, რომ ასეთ რაღაცებს აქ არავინ არ გაატარებს - ალუდა ღუდუშაური შალვა კერესელიძეს

პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა შალვა კერესელიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველ გუნდის მისამართით განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო დონეზე მიიღო პრორუსული ხელისუფლების სტატუსი.

რაზეც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ოპოზიციონერ დეპუტატს ბარლადების საპასუხოდ კონკრეტული სახელების დასახელება მოსთხოვა.

ამასთან, ალუდა ღუდუშაური სესიაზე განაცხადა, რომ ამგვარ ბრალდებებს არავინ "გაატარებს"

"ბატონო შალვა კერესელიძე, აბა ერთი შემომხედეთ და მითხარით, ვისზე ლაპარაკობთ, ვინ არის თაღლითი, ან რუსეთუმე?! ჩემზე საუბრობ?! რომელიმე ჩემს კოლეგაზე საუბრობთ?! დაასახელეთ აბა კონკრეტულად ვისზე საუბრობთ. ძალიან გთხოვთ, როდესაც გამოდიხართ და ასეთ რაღაცებს კადრულობთ, უნდა გეყოთ ცოტა მარილიც მოაყაროთ და თქვათ ვინ არის ასეთი. შემომხედეთ და მითხარით ვინ არის თაღლითი, ან რუსეთუმე, ხომ იცით, რომ ასეთ რაღაცებს აქ არავინ არ გაატარებს,"-აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

დღის ამბები