ფინეთი დღეს ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფო გახდა. ცოტა ხნის წინ ბრიუსელში დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.
ამის შემდეგ NATO-ს საგარეო მინისტერიალზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხდომას ფინეთი უკვე წევრის სტატუსით შეუერთდება.
ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დადგა. დღეს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ პუტინმა საკუთარი მიზნების საპირისპიროდ, მის საზღვრებთან მეტი NATO მიიღო.